
ტვ „აფხაზეთის ხმის“ ეთერში „მაკ შაურმის“ მთავარი პრიზის - ავტომანქანის გათამაშებაში დოლურიდან ვინმე საბას მობილური ტელეფონის ნომერი ამოვიდა, თუმცა, მას საბოლოოდ, ავტომობილი არ შეხვდა, რადგან ბილეთის ყუა შენახული არ აღმოაჩნდა.
Hyundai i10, რომელიც „მაკ შაურმის“ გათამაშების მთავარი პრიზი იყო, საბას იმიტომ ვერ შეხვდა, რომ მოგებული ბილეთის ყუა, რომელიც გათამაშებამდე უნდა შეენახა, არ აღმოაჩნდა და ამის შესახებ თავად განაცხდა, თუმცა, მანამდე არ დაიჯერა, რომ მანქნა მოიგო: „წადი, რა შე საცოდავო, არ მაინტერესებს!“ - მიმართა მან წამყვანს, როცა მან უთხრა, რომ მისთვის პრიზი ჰქონდა, თუმცა, ბოლოს მაინც დაინტერესდა.
გათამაშების გამარჯვებული აღმოჩნდა გიორგი, რომელმაც განაცხადა, რომ ბილეთის ყუა შენახული აქვს, თუმცა, იმის დაჯერება, რომ „მაკ შაურმის“ ყიდვისა და ბილეთის შევსების გამო Hyundai i10 მოიგო, მასაც გაუჭირდა.
ლინკი მოცემულ დროზე ტვ "აფხაზეთის ხმაზე":
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=afkhmahd&seekTime=30-09-2014%2022:47