
ბერი გიორგი (ვიქტორ გიორგის ძე შიოლაშვილი) გარდაიცვალა. ბერი გიორგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმაა.
ვიქტორ შიოლაშვილი ერისკაცის რანგში, მრავალი წელი ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და საქართველოს საპატრიარქოს. ის ორი წლის წინ ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. უკანასკნელ ჟამს, მამა გიორგი მოხუცებულობის გამო ავადმყოფობდა.
"აფხაზეთის ხმა" სამძიმარს უცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და გარდაცვლილის ოჯახის სხვა წევრებს.