
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი „ალიასთან“ საუბარში ამბობს, რომ მოჭიდავეები, რომლებიც ლუკა კურტანიძეს აუმხედრდნენ, დარბევებში მონაწილეობდნენ და ამის სია არსებობს.
სოსო ჯაჭვლიანი მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და გიორგი ვოლსკის მიერ ცეკას ინსტრუქტორად მუშაობაზე ამბობს, რომ კომუნისტური პარტიის წევრობა უფრო საამაყოა, ვიდრე სააკაშვილის გუნდის წევრობა:
„ახლა წავიკითხე, ნუგზარ წიკლაური ედავება გიორგი ვოლსკის, ცეკას ყოფილ ინსტრუქტორებს ხელისუფლებაში რა გინდათო? ჩემი აზრით, კომუნისტური პარტიის წევრობა უფრო საამაყოა, ვიდრე ნაბოზარი სააკაშვილის გუნდის წევრობა!“;
„ვინც დარბევებში მონაწილეობდა, იმათი სია არსებობს და ჩვენ ჩავხედავთ ცოტა სხვანაირად. იცი, რატომ შერჩათ დღემდე და რატომ ბლატაობენ? დღემდე ფულს იღებენ. მე რამდენიმე დღეში გადმოგცემთ სიას და მერე ილაპარაკონ. ეგენი ანგარიშვალდებულები არიან "ნაციონალებთან", მათ დავალებებს ასრულებენ დღესაც. თუ ყველასა და ყველაფერს არ დაერქმევა თავისი სახელი, ასე გაგრძელდება დიდხანს“;
„მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია, ბუზიდან სპილო გააკეთოს, მე მას მაინც ვეუბნები: მიხეილ, სანამ არ დაგიკიდებ ერთ ადგილას და არ გატრიალებ ისე, როგორც საჭიროა, გონს ვერ მოეგები! ველოდები შენს პასუხს, შემეხმიანე, დეტალურად მერე აგიხსნი, სად დაგიკიდებ და როგორ გატრიალებ. აი, ასე, ჩაიხითხითა ბეჰემოტმა და ხის ტოტზე გაუჩინარდა“.