ზემო სვანეთში, მესტიის რაიონის რამდენიმე სოფელში მოთოვა. ღამით დაწყებული თოვა დილის თერთმეტი საათისთვის ისევ გრძელდებოდა.
თოვლი მოვიდა იფარში, მულახში, უშგულსა და კალაში, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ გადაადგილებისთვის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე ადგილას მეწყერიც ჩამოწვა, თუმცა, მოსახლეობისთვის ზარალი არ მიუყენებია. ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.