-
2014-09-16 23:27
,,რუსთავის 2“-ის გადაცემა ,,არჩევანში“ მიხეილ მაჭავარიანის მიერ ,,პირველ რადიოზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შს სამინისტროს მაღალჩინოსანი დააყაჩაღეს, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოეხმაურა.
როგორც ნინო გიოირგობიანმა ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ის დაუკაშვირდა გადაცემა ,,არჩევანის“ პროდუსერს და შეატყობინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, რაც წამყვანმა შემდეგ პირდაპირ ეთერში გადმოსცა.
ნინო გიორგობიანმა ცოტა ხნით ადრე "ფეისბუქის" საკუტარ გვერდზე გაიზიარა "პირველი რადიოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია და იქაც დაწერა, რომ კომენტარში ეს ინფორმაცია შსს-მ არ დაადასტურა, თუმცა, ის მაინც გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ "პირველი რადიოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორთაჭალაში შსს-ს კრიმინალური დეპატრამენტის ხელმძღვანელი ვანო პაპიაშვილი დააყაჩაღეს, რომელსაც ფული და პირადი ნივთები წაართვეს.