-
2020-03-31 14:56
მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია
ეს ნადმვილად მითია, თუმცა რა არი რეალობა, ეს დანამდვილებით ჯერ კიდევ არ ვიცით, ამიტომ ერთ-ერთ ვერსიას შემოგთავაზებთ.
ამ ვერსიის თანახმად :ვერსიის თანახმად, ვირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა, რომელშიც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ. ნაციონალისტურ დაჯგუფებებში პოპულარული თეორია კი ირწმუნებოდა, თითქოს ვირუსი აშშ-ში წარმოიშვა და ამერიკელები, რომლებიც ამ სეზონზე გრიპით დაიხოცნენ, სწორედ ახალმა კორონავირუსმა COVID-19-მა იმსხვერპლა.
მითი: ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან
უკვე გვაქვს ბავშვებში რამდენიმე
მითი: სიცხეს ვირუსის მოკვლა შეუძლია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ხელის საშრობს ვირუსის მოკვლა არ შეუძლია. მათივე რეკომენდაციით, ხელისა და სხვა ნაწილების სტერილიზაციისთვის არც ულტრაიისფერი ნათურები უნდა გამოიყენოთ, რამდენადაც ისინი კანს აზიანებენ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობდა, რომ სიცხე ვირუსს კლავს და გაზაფხულზე მიმდინარე აფეთქება გაიფანტება.
მითი: საოჯახო მედიცინას ვირუსის განკურნება ან თავიდან აცილება შეუძლია
ნიორი მართლაც სასარგებლოა, ისევე, როგორც წყალი და ვიტამინი C. მაგრამ რამდენიც უნდა დაიწეროს მედიაში, რომ ნივრის ჭამა, ყოველ 15 წუთში წყლის დალევა და C ვიტამინის მიღება ახალი კორონა ვირუსისგან დაგვიცავს, ამის მტკიცებულება არ არსებობს. იგივე ეხება ეთერზეთების, კოლოიდური ვერცხლისა და სტეროიდების გამოყენებას. ზოგიერთ წყაროში ნათქვამია, რომ სეზამის ზეთის სხეულზე შეზელა ან ალკოჰოლის შესხურება ვირუსისგან დაგიცავთ, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.