იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ჟურნალისტებისთვის შეზღუდვის დაწესებაზე საუბრობენ

Image

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გუშინ საბჭოს მიერ ერთხმად მიღებულ განცხადებას და ინიციატივას კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომელიც მოსამართლის კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დაწესებას ეხება.

 

საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე ამბობს, ცვლილებებმა კანონში გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს, თუმცა მისივე თქმით, მოსამართლეთა ლანძღვა უნდა დასრულდეს.

 

სოფრომაძის თქმით, შეზღუდვები უნდა  დაწესდეს ჟურნალისტებისთვისაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი განმარტავს, რომ საუბარია მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც მისი თქმით, არღვევენ საკუთარი ეთიკის წესებს.

 

„მოდაში შემოსული და წრეგადასული ლანძღვა-გინება უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს არ უნდა დასრულდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. პიროვნული შეურაცხყოფები, ოჯახის შეურაცხყოფა მოსამართლის თუ სასამართლოსი, ნაწილობრივ ჟურნალისტებზეც არის საუბარი. იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც მინიმუმ ალბათ თავიანთი ეთიკის წესებს არ იცავენ, შესაძლებელია შემდგომში ვიფიქროთ რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე, ეს არის ძირითადი ლაიტმოტივი ამ განცხადებისა,“-ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე.  

იუსტიციის საბჭო ინიციატივის შესახებ აქტიური კონსულტაციებისთვის ემზადება და არაა გამორიცხული სიახლე საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდეს.

 

რეგულაციების დაწესებას ემხრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგიებანოიძეც.

 

„ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ დამატებითი რეგულაციები საჭიროა. კონკრეტულად სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ზღვარია აქ სწორად დასადგენი,“-განაცხადა მოსამართლე გიორგი ებანოიძემ.

 

წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !