
,,ბიბისის“ - ინფორმაციით, კენიაში გადაშენების პირას მყოფი ორი უიშვიათესი, თეთრი ჟირაფი მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, ჟირაფები ჩრთილო აღმოსავლეთ კენიაში, სოფელ გარისაში იპოვეს.
კენიაში დაფიქსირებული მესამე თეთრი ჟირაფი, ჯერჯერობით ცოცხალია. ვარაუდობენ, რომ ის უკანასკნელია ამ სახეობაში.მათი ასეთი შეფერილობა, გამოწვეულია ლეიკიზმით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანის უჯრედებს არ აქვთ პიგმენტაციის უნარი.