
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში სტუმრად დაამარცხა მონტენეგროს ნაკრები 90:84 და საბოლოო ჯამში, ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს პირველი ადგილის დასაკავებლად მონტენეგროში, მინიმუმ, სამი ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი ნაკრები წინ იყო, თუმცა, ბოლო მეოთხედის ბოლო წუთებზე შეხვედრას ხუთი ქულითაც კი აგებდა.
შეხვედრის ბოლო წუთზე სიტუაციის შემობრუნება დიქსონმა და სანიკიძემ შეძლეს, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სანიკიძის სამქულიანი დაახლოებით 9-10 მეტრის სიშორიდან. მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუდარებელი იყო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია.
შეგახსენებთ, თბილისში გამართული პირველი შეხვედრა მონტენეგროს ნაკრებთან ქართველმა კალათბურთელებმა ორი ქულის სხვაობით წააგეს.