-
2016-08-20 00:57
ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, 21 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გორელი ლადო ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა. ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ხინჩეგაშვილმა აზიის ჩემპიონი იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.
ლადო ხინჩეგაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
გორის ცენტრში ლადოს მხარდასაჭერად ადგილობრივები იყვნენ შეკრებილი და ფინალს დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. სუფრა გაისალა ასევე წყაროსუბანში, სადაც ლადო ხინჩეგაშვილი დაიბადა და იზრდებოდა. როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი გოგა აფციაური წერს, გორში ხინჩეგაშვილის ოქროს მედალს ფეიერვერკით შეხვდნენ.

