
14-დან 17 ივლისის ჩათვლით თბილისი მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტვ "აფხაზეთის ხმა" ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდამჭერია, ამასთან, სპორტული შეჯიბრებები ლაივში გადაიცემა სწორედ "აფხაზეთის ხმის" ეთერში და ასევე, "აფხაზეთის ხმის" ტექნიკური უზრუნველყოფით, "ევროსპორტზე".
ევროპის ჩემპიონატი "ახალი თბილისის" მძლეოსანთა არენაზე ჩატარდება. სპორტული ღონისძიება 13 ივლისს, სიმბოლურდა 20:16 საათზე გაიხსნება. ჩემპიონატში 49 ქვეყნის 900-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ საქართველოს წარმომადგენლებიც. როგორც საქართველოს მძლეოსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ახვლედიანმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას არ ჰქონია რაიმე შეღავათი სპორტსმენების დაშვების კუთხით და ისინი მხოლოდ ნორმატივების ჩაბარების შემდეგ შეირჩნენ:
"მით უფრო სასიხარულოა, რომ ამ ჩემპიონატზე საქართველოს სახელს 12 სპორტსმენი დაიცავს", - განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა გახსნის წინ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს სახელით სპორტსმენები უროს ტყორცნაში, ბადროს კვრაში, ამანათრბენში, ასევე სხვადასხვა დისტანციაზე რბოლაში და სხვა სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას.