-
2015-03-28 01:35
მონტობანში, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის მატჩში ქართველმა ბორჯღალოსნებმა, ისტორიაში პირველად, ირლანდიელი თანატოლები დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 8:8 (3:8) დასრულდა. ამის შემდეგ თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა.
პირველი ჯარიმა შოთა არეშიძემ გაიტანა, რასაც ირლანდიელებმაც გატანილით უპასუხეს (1:1). შემდეგ მირიან მოდებაძემ იზუსტა, ირლანდიელმა დამრტყმელმა კი ააცილა (2:1). მესამე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი ჯარიმა დავით მოძღვრიშვილმა ზუსტად შეასრულა, ხოლო ირლანდიელნა რაგბისტმა ააცილა და საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.
შემდეგ ტურში 18-წლამდელები კარგად ნაცნობ მეტოქეს, იტალიის ნაკრებს 31 მარტს ერკინებიან. ამ უკანასკნელმა დღეს მოულოდნელად უელსს 14:13 სძლია.
site.rugby.ge
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30