Comedy Fm 99.3 - კომედი რადიომ მაუწყებლობა დაიწყო

Image

რადიოს მოყვარულებს Comedy Group-მა საჩუქარი გაუკეთა, Fm 99.3-ზე მაუწყებლობა კომედი რადიომ დაიწყო.იდეა Comedy Group-სა და ნინო ჩხეიძეს ეკუთვნის.

 

პირველ ეტაპზე იგეგმება იუმორისტული ტიხრებისა და მინი „სკეჩების“ ეთერში გაშვება,უახლოეს მომავალში კი რადიო ახალ, საინტერესო და სახალისო გადაცემებს შემოგვთავაზებს. რაც შეეხება პროგრამას, ის გათვლილია იუმორისა და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებზე.

 

ამ დროისთვის, კომედი რადიოს დაფარვის ზონა დედაქალაქი და იმერეთის რეგიონია, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობა. როგორც იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, ალეკო მალხაზიშვილმა „ვინიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რადიო მსმენელის განწყობაზე იზრუნებს და მათ პოზიტიურად დამუხტავს.

 

„გვინდა იმაზე უფრო მხიარულად მოუსმინონ რადიოს, ვიდრე ადრე უსმენდნენ. ამასთანავე, გაჟღერდება იუმორისტული სიმღერები და სკეჩები იმ ადამიანთა შესრულებით, ვინც ქართულ საზოგადოებას უყვარს. მსმენელს ბევრს საინტერესო იუმორისტულ გადაცემასაც ვპირდებით“,- განაცხადა მალხაზიშვილმა.

 

კომედი რადიოს გაკეთების იდეაზე „ვინიუსთან“ ვანო ჯავახიშვილმა ისაუბრა.

 

„იდეა გაგვიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი, სადაც არ ვიყავით, ეს იყო რადიო სივრცე. ამას გარდა, რადიო ის ტერიტორიაა, რომელიც იუმორის მხრივ არაა ათვისებული. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ძალიან პოპულარული იქნებოდა ჩვენ მიერ შექმნილი ახალი რადიო, რომელსაც „Comedy რადიო“ დავარქვით.

 

ჩვენი ტელეპროგრამები ტელემაყურებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. მივიჩნიეთ, რომ რადიოს ფორმატიც ყველა სეგმენტზე უნდა იყოს გათვლილი. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ასაკის მაყურებელი გვყავს. ამ ფორმატის რადიომ, წესით, უნდა გაამართლოს. პირველ ეტაპზე გადაცემებს არ ვაკეთებთ. დაახლეობით ორი თვის განმავლობაში ეთერში გადაცემები არ იქნება. ფორმატის აღქმისთვის ეთერი ტიხრებითა და მინისკეტჩებითაა გაჯერებული.

 

ზოგადად, ჩვენი პერსონაჟებით აგებულ გადაცემებს ვგეგმავთ. მაგალითად, გაგიმხელთ, რომ ერთ-ერთი გადაცემა ბიძინა ივანიშვილისა და მიშა სააკაშვილის პაროდისტების დიალოგზე იქნება შექმნილი და მასში ხალხი იქნება ჩართული. რადიოს ოცდაოთხსაათიანი მუსიკალური ეთერი ექნება.

 

პრაიმტაიმ ზონებში დაახლოებით 70% ჩვენი პროდუქციით დაიტვირთება. ამ დროისთვის, მრავალფეროვნებისათვის ჩვენი იუმორისტული სიმღერების არქივის მასალები გადის ეთერში.

 

გადის ჩვეულებრივი მუსიკაც - 2000 წლიდან ამ დრომდე, თანამედროვე უცხოური პოპმუსიკა. „Comedy რადიო“ “Comedy Group-ის” პროდუქტია. პროექტის პარტნიორია ვიდეოპორტალი „vitube.ge“. პორტალზე ჩვენი არტები აიტვირთება და რადიოს პირდაპირი ეთერიც აქ იქნება მიბმული“ - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

 

vinews.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !