-
2015-03-16 00:21
მოსკოვის ცენტრში, მდინარე მოსკოვის ერთერთ განშტოებაზე მდებარე ნოვოდევიჩის ქალთა სამონასტრო კომპლექსში ხანძარია. ამ წუთებში მაშველები და მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ცეცხლი მონასტერში მდებარე სამრეკლოს მოედო.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან.
ნოვოდევიჩის მონასტერი მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში მდ. მოსკოვის ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე ქალთა სამონასტრო კომპლექსია. დაარსდა დიდი კნიაზის ვასილი III-ის მიერ 1524 წელს.
მოსკოვის სხვა მონასტერთაგან განსხვავებით ნოვოდევიჩის კომპლექსი ხელშეუხებელი დარჩა მე-17 საუკუნიდან. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მონასტერი გაუქმდა. 1922 წლიდან მუზეუმია (1934 წლიდან სახ. ისტორიული მუზეუმის ფილიალი).
1994 წლიდან მონასტერმა ისევე განაახლა მოქმედება. 2004 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

