
ნომინაციაში, რომელზეც "ოსკარის" მოსაპოვებლად ესტონური "მანდარინებიც" იყო წარდგენილი, პოლონურმა ფილმმა "იდამ" გაიმარჯვა.
სწორედ "იდა" გახდა საუკეთესო უცხოური ფილმი ამერიკის კონოაკადემიის დაჯილდოებაზე. ოსკარი მის რეჟისორს პავლე პავლიკოვსკის გადაეცა.
ამავე კატეგორიაში წარდგენილი იყო ფილმი "ლევიათანი" რუსეთიდან, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე. ნომინანტებს შორის იყო ფილმები "ტიმბუქტუ" (მავრიკია) და "Wild Tales" (არგენტინა).
"იდა" 2013 წელსაა გადაღებული. ფილმი 1960-იანი წლების პოლონეთში მომხდარ ამბავს აღწერს იმის შესახებ, როგორ გაიგებს მორჩილი ანა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი იდა ლებენშტეინია, ხოლო მისი ებრაელი მშობლები ომის დროს მოკლეს. როლებს აგატა ტშებუხოვსკაია და აგატა კულეშა ასრულებენ. ამასთან, ეს იდას როლის შემსრულებლის (ტშებუხოვსკაიას) კინოდებიუტია.