იმამმა ქალებს ბანანის ჭამა აუკრძალა: "ისინი დაცულები უნდა იყვნენ სექსზე მინიშნებისგანაც კი"

Image

ეგვიპტურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე Bikya Masr-ზე დაყრდნობით სხვადასხვა ფორუმზე და მედიასაშუალებებში გავრცელდა ევროპელი იმამის ციტატა, სადაც იგი „მამაკაცის ასოსთან მსგავსების გამო“ მუსულმან ქალებს ბანანისა და კიტრის ჭამას უკრძალავს.

 

„არათუ არ უნდა ჭამონ, ახლოსაც არ უნდა გაეკარონ იმ ბოსტნეულს, რომლებიც ცუდ ასოციაციებს იწვევს“, - მოყვანილია ციტატა იმამის გამონათქვამიდან, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.

 

იქვე ისიცაა განმარტებული, რომ საუბარია არა ამ საკვების მიღების აკრძალვაზე, არამედ იმაზე, რომ „ქალები დაცულები იყვნენ ცოდვაზე, ანუ, სექსზე ფიქრისგან“.

 

ამისთვის ინკოგნიტო იმამს საკმაოდ ორიგინალური მეთოდი მოუფიქრებია:

 

"თუ ქალებს მოუნდებათ ამ ბოსტნეულის მიღება, მაშინ ვინმე მესამემ, მამამ ან ქმარმა მას საკვები წვრილ ნაჭრებად უნდა დაუჭრას და ისე მისცეს“, - აღწერს საკვების მიღების პროცესს იმამი. იმ ბოსტნეულთა შორის, რომლებიც უხერხული ასოციაციების გამო იმამის მიერ შერისხულთა სიაში აღმოჩნდა, სტაფილო და ბადრიჯანიც მოხვდა.

 

იმამის გამონათქვამები მალე იქცა განხილვის საგნად და პროგრესულად მოაზროვნე მუსულმანთა რისხვა გამოიწვია. იდეას ბევრი მათგანი ხმამაღლა უწოდებდა უაზრობასა და „ღვთის სახელის გამოყენებით სისულელის გამოცხადების მცდელობას“.

 

მეორე მხრივ, როგორც გაზეთი The Times of India იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია ბევრგან დაპირისპირების საგნადაც იქცა, რადგან ზოგიერთებმა ის გამოიყენეს, როგორც როგორც ულტრაკონსერვატიულ მუსულმანურ საზოგადოებაში ქალის ჩაგვრის კლასიკური ნიმუში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !