
ტვ "ტაბულას" ეთერში "თეორემის" წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემის სტუმარს ირაკლი ალასანიას დაუსვა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა ნანახი "მელიებზე მონადირე", ხოლო შემდეგ ეთერში გავიდა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლების კოლაჟი და მცირე ფრაგმნეტი ფილმიდან.
"მელიებზე მონადირე" 2014 წელს ბენეტ მილერის მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც, მეტწილად, რეალურ ისტორიას ეფუძნება. ის მოგვითხრობს პარანოიკ და შიზოფრენიკ ჯონ დიუპონზე, რომელიც დიდი ქონების მემკვიდრე გახდა და თავის მამულში ოლიმპიური ჩემპიონი მარკ შულცი დაპატიჟა. შულცს გუნდი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად უნდა გაეწვრთნა. მოგვიანებით დიუპონი მარკ შულცის ძმას - დეივს კლავს, თავის ვილაში იკეტება და სამართალდამცავებთან მოლაპარაკებას იწყებს. საბოლოოდ ყველაფერი მისი დაკავებით სრულდება.