-
2015-02-16 02:59
მართლმადიდებლურმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა თორმეტსაუკუნოვანი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია და აკრძალა ქართული ღვთისმსახურება.
დახურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია, რუსულმა ეკლესიამ შეათეთრა ქართული ფრესკებით მოხატული ტაძრები და მონასტრები, საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა 140 მილიონი მანეთის ქონება. რუსმა ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა, მათ იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც კი გაძარცვეს, საიდანაც 4 კგ-მდე ოქრო გამოადნეს.
რუსებმა მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, რაც გადარჩა, მტკვარში გადაყარეს.
1886 წელს თბილისის გუბერნიის რუსმა ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა ერთმორწმუნე ქართველი ერი.
გახსოვდეს შენი ისტორია!
"რუსთავი-2"-ის პროდუქცია - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი, ფრაგმენტი