
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურატურა დაკარგულ მოსასმენ აპარატურასთან დაკავსირებით განცხადებას 30 მაისს გააკეთებს.
როგორც ბადაშვილმა თბილისის პროკურატურაში, „პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის“ კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას აღნიშნა, მოსასმენ აპარატურასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიორგი ბადაშვილი მოადგილეებთან ერთად ქ. თბილისის პროკურატურას ეწვია და თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.