
გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "რეაქციაში" აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ აქციებს კომპანია "ტექნო ბუმის" მფლობელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აფინანსებს.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პრორუსული ორგანიზაციების გააქტიურება შეინიშნება, რაც რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა:
"დამაფიქრებელია ბოლო თვეების განმავლობაში იმ პროვოკაციების კერების გაჩენა, რომელიც უკავშირდება პრორუსული წარმოშობის ორგანიზაციებს. მხედველობაში მაქვს „ევრაზიული არჩევანი“, „ევრაზიის ინსტიტუსი"...
ვფიქრობ, გარკვეული დაძაბულობის კერები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართება. ჩემს ხელთ არსებული იფნორმაციით, ამ აქციებს აფინანსებს კომპანია „ტექნო-ბუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას თანაუგრძნობს, ეს ხელისუფლებისთვის წამგებიანი აღმოჩნდება", - ამბობს ელისო კილაძე.