ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები დიმიტრი ხუნდაძეს პროვოკაციის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

Image

"მარტივად გათვლილი პროვოკაციის ორგანიზებაში" ადანაშაულებენ მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები დეპუტატობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან".

 

დიმიტრი ხუნდაძეს ისინი ბრალად სდებენ, რომ ჯერ პროვოკაცია დაგეგმა, შემდეგ კი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, როცა არშემდგარი ავარიისა და არარსებული დაზარალებულის მხარდასაჭერად განცხადებები გააკეთა. ცეზარ ჩოჩელის მომხრეებმა ვრცელი სტატუსი "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელეს:

 

ინციდენტი, უფრო სწორად არც თუ ისე კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, გუშინ დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. სახლისკენ მიმავალი გია ჩიტიშვილი იხსენებს, რომ დაინახა, როგორ გააკეთა უცნაური მოძრაობა ზეინაბ მეტრეველმა, რომელიც თითქოს მის გამოჩენას ელოდებოდა.

 

„ ჩავთვალე, რომ ქუჩაში მიმავალი ცუდად გახდა. მანქანიდან გადმოვედი და დახმარება შევთავაზე. ზეინაბ მეტრეველმა მიპასუხა დამეჯახეო. მანქანას შევხედე, მტვერიც კი არ იყო არსად გადაცლილი. რამე იტკინეთთქო, მიპასუხა არაფერიო და ისეთი სისწრაფით წამოდგა და წავიდა, რომ მეტის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.

 

ამ ინციდენტიდან 4 საათის გასვლის შემდეგ სახლში მოსულა, სადაც ჩემი მეუღლე და სიდედრი დახვდა. ზეინაბ მეტრეველს უთქვამს ტელეფონი დამიზიანდა რომ წავიქეცი და ახალი ტელეფონის შესაძენად ფული მომეცითო. ინციდანტიდან 6 საათის გასვლის შემდეგ გულის ტკივილის მიზეზით სასწრაფო გამოიძახეს და ისე გადაიყვანეს მეტრეველი საავადმყოფოში.

 

ახლა ჩვენი დიაგნოზიც მოისმინეთ ბატონო დიმიტრი !!! ზეინაბ მეტრეველის საქციელი უფრო ნერვიულ შეტევას ჰგავს დავალების ჩავარდნის შემდეგ. რომლის თვითმიზანი ის იყო, რომ როგორღაც გია ჩიტიშვილის სახლიდან ფული წამოეღო, ვითომდა დაზიანებული ტელეფონის სანაცვლოდ, შემდეგ კი თქვენ ააფრიალებდით უკვე „შემდგარ ფაქტს“ როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. 

 

• თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას ნიშნავს, ინციდენტიდან 4 საათის შემდეგ ზეინაბ მეტრეველის უბან-უბან სირბილი (ჩვენ ვართ ამისი მოწმეები)?

 

• თუ ეს ასე არ არის რას ნიშნავს ინციდენტიდან 6 საათის შემდეგ გამოძახებული სასწრაფო?

 

• თუ ეს ასე არ არის რას ნიშნავს ის, რომ ვითომდა დაზარალებულს არ აღენიშნება იოტისოდენა დაზიანებაც კი.

 

• იმაზეც გაგვეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენს მიერ უდანაშაულო ადამიანის საჯაროდ დამნაშავედ გამოცხადება?

 

სირცხვილია, გამოდიხართ და თავს იწონებთ სხვისი ლანძღვით. თქვენი საარჩევნო კამპანია ღირსეული ადამიანების ოჯახის ტრაგედიაზე გინდათ ააგოთ! არცერთი თანამდებობა არ გიღირდეთ სხვის ცრემლად. ამას არც ჩვენ გაპატიებთ და არც უფალი, რომელსაც ასე ხშირად იმოწმებთ და იფიცებთ. რაც შეეხება ფულს, ცეზარ ჩოჩელი ფულს მხოლოდ გაჭირვებულის დასახმარებლად იხდის და არა ამომრჩევლის მოსასყიდად, მას ეს არ სჭირდება, რადგან იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს ვიდრე თქვენ ამომრჩეველი.

 

გარშემო მიმოიხედეთ, სიძულვილის თვალებით გიყურებთ ყველა.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ოცნება სწორად შეაფასებს თქვენს ქცევებს, რადგან თქვენ, თქვენი საქციელით შეურაცხჰყოფთ ამომრჩეველს და პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“, - წერენ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !