
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონა" ამნისტირებულებს მძიმე დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს.
როგორც კობახიძემ „რეაქციაში“ განაცხადა, ამის შესახებ მოწოდებები "თავისუფალი ზონის" ვებ-გვერდზეა ატვირთული:
„თავისუფალი ზონის“ ვებ-გვერდს გადავავლე თვალი და იქ საინტერესო მოწოდებებს ნახავთ. ისინი ამნისტირებულ ხალხს მოუწოდებენ, რომ შეუვარდნენ ხალხს სახლში, დააუთოვონ მათი შვილები, იყაჩაღონ და ასე შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის ამ განცხადებამ მისი ოპონენტის პავლე კუბლაშვილის რეპლიკა გამოიწვია:
„თქვენ აქ იმიტომ მოხვედით, რომ ხალხი ამაში დაარწმუნოთ? სულ გაგიჟდით ქალბატონო მანანა?“, - მიმართა მან მანანა კობახიძეს.