
„რეზოლუცია ძალიან ნეგატიურია“-ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე 1 ოქტომბრის რეზოლუციას.
თინა ხიდაშელის განმარტებით, დოკუმენტი კრიტიკულია და მთავრობას დაფიქრების საშუალებას აძლევს, როდესაც მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუიდმივად გვერდში გიდგას, რაღაცა რჩევას იძლევა. უმრავლესობის წევრმა ასევე განაცხადა, რომ რჩევები შეიძლება გაითვალიწინო ან არა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება სირაქლემას პოზაში უნდა დადგეს და თვალები დახუჭოს.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ სქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ რეზოლუცია 1 ოქტომბერს, 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია ბაჩო ახალაიას პატიმრობის ფორმებსა და მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის საკითხებზე.