
„თენგო ერისთავს მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა“ - განცხადებას ამის შესახებ დღეს დეპუტატი შალვა შავგულიძე აკეთებს.
ის მოკლული ლაშა მახარაძის პანაშვიდებზე თენგო ერისთავთან შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ ერისთავი წინასწარ საუბრობდა მის შესაძლო უკანონო დაკავებაზე ე.წ. ნარკოტიკის ჩადების გზით.
შავგულიძე განმარტავს, რომ მახარაძის მეგობრის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მკვლელობაში იჭვმიტანილი უკვე დაპატიმრებული იყო, შესაბამისად ერისთავი შურისძიებას ვერ განახორციელებდა.
თენგო ერისთავის მიერ დაკავებაზე წინასწარ ინფორმაციის ფლობის შესახებ საუბრობს მისი ადვოკატიც და აცხადებს, რომ პანაშვიდებიდან ის რამდენჯერმე წაიყვანეს დაკითხვაზე. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოზე შალვა შავგულიძის მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნა დააყენოს.