
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, რომ უკვირს, რატომ არ გამოუცხადეს სოლიდარობა ჟურნალისტებმა მათ კოლეგის, ზაზა დავითაიას ცემის შემდეგ.
პრემიერმა "რუსთავი-2"-ის თანამშრომლის ძმის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, როგორც დადასტურებული დანაშაული, მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს თემა არცერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია, ხოლო შემდეგ სასამართლოს თავისუფლების დამადასტურებლად მოიხსენია ის ფაქტი, რომ ორ ყაჩაღობაში ბრალდებული გაათავისუფლეს.
"ეს პიროვნება, მე არ ვიცი ვინ არის, რომელიც ბრალდებული იყო ორი ადამიანის დაყაჩაღებაში, სასამართლომ გამოუშვა და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.