
ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას აშშ-ში მყოფი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიმართებით კანონი არ დარღვეულა.
„ახალაია პატიმრობაში იმყოფება ივნისიდან სერგო თეთრაძის საქმეზე. ივნისიდან დღემდე კი ცხრათვიანი ვადა არ არის გასული. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთ მიმდინარე საქმეზე ახალაიას წინააღმდეგ კონსტიტუციური ვადა არ არის დარღვეული, რადგან ჩვენი კანონი ყოველ ახალ საქმეზე ამ ვადის ათვლას თავიდან ითვალისწინებს,“ - ამბობს წულკიანი.