
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, დავოსის ფორუმზე არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პრემიერმინისტრი გაემგზავროს. შეგახსენებთ, რომ ფორუმზე პრეზიდენტი მარგველაშვილი პირადად ფორუმის თავმჯდომარემ მიიწვია.
„ეკონომიკურ საკითხებში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ჩემი მოსაზრებით, ასეთი ტიპის ფორუმზე, უმჯობესია, პრემიერი იყოს წარმოდგენილი, თუმცა არ ვიცი ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პრემიერი ან პრეზიდენტი. მთავარია, რომ ქვეყანა ამ ფორუმზე სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი ყოველი წლის დასაწყისში იმართება. წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.