-
2014-09-27 13:25
როგორ უნდა დაეხმაროს ჭიკაიძეს საზოგადოება ,,კაცმა კითხვა არ იცის“!– განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ გადაცემა რეაქციაში, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით პასუხად.
სესიაშვილის თქმით, ქვეყანაში კრიმინალი იმიტომაა, რომ შს მინისტრს საზოგადოება არ ეხმარება.
"იმას ნუ იძახით, რომ თურმე, კრიმინალის პრობლემა იმიტომ არის, რომ ჭიკაიძეს საზოგადოება არ ეხმარება. რა საზოგადოება არ ეხმარება - კაცმა კითხვა არ იცის!
და ამიტომ "აუთოებენ", თურმე, ბავშვებს! სასაცილოა ამის თქმა!", - მიმართა სესიაშვილს ჯაფარიძემ.