ლინკოლნ მიტჩელს - "ქართული ოცნების" ყოფილ მრჩეველს, მიკერძოების დამალვაში ადანაშაულებენ

Image

"ტაბულა" აქვეყნებს Huffingtonpost-ის გამოქვეყნებული სტატიის შინაარსს, რომელიც "ქართული ოცნების" ყოფილ მრჩეველს ლინკოლნ მიტჩელს ეხება. მიტჩელი ასევე ცნობილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. "აფხაზეთის ხმა" "ტაბულას" მასალას გთავაზობთ.

 

გამოცემა Huffingtonpost სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ამერიკის საგარეო პოლიტიკის მანიპულაცია მედიით სისტემატურია". ავტორი წერს, რომ უცხოელი ლობისტების მცდელობები ამერიკული მედიის საშუალებით 'გამოძერწონ' აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, მანიპულაციის ნაწილია.

 

ავტორი პროფესორ ბრენდა შეფერის სიტყვებსაც იშველიებს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკული მედიის საშუალებით დეზინფორმაციის კამპანია ხორციელდება, რომლებიც, მაგალითად, ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ისრაელისა და აზერბაიჯანის მეგობრობას. "ვფიქრობ, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ სტატიების გავლენას, როდესაც არ ვიცით, ვინ დგას მის უკან და რატომ".

 

ავტორი სტატიაში, სხვა მაგალითებთან ერთად, კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორისა და ექსპერტის საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელის სტატიასაციხსენებს. აღსანიშნავია, რომ მიტჩელი კოალიცია ქართული ოცნების არაოფიციალური მრჩეველი იყო.

 

"ლინკოლნ მიტჩელმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში, გასულ თვეს Foreign Policy-ში გამოაქვეყნა სტატია "სააკაშვილს არ სჭირდება მცირედი დახმარებაც კი მისი მეგობრებისგან" - მიტჩელმა მოუწოდა ამერიკას, აღარ დაუჭიროს მხარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს მისი ქვეყნის შიდა მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით.

 

ბექგრაუნდი : (საქართველოს ახალი ხელისუფლება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს იძიებს. ზოგიერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ გამოხატა შეშფოთება, რომ ბრალდებები შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას მოუწოდა, გამოძიება შეეწყვიტა.)

 

ლინკოლნ მიტჩელმა არ გაამჟღავნა Foreign Policy-სთან, რომ წარსულში კოალიცია ქართული ოცნების ანაზღაურებადი კონსულტანტი იყო. ეს კოალიცია ახლა ხელისუფლებაშია და ექსპრეზიდენტის გასამართლებას ცდილობს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როდესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში იყო, ლინკოლნ მიტჩელი პარტიის სარეკლამო რგოლებშიც მონაწილეობდა. 

მოგვიანებით Foreign Policy-მ მიტჩელის სტატიის ქვეშ განმარტება მიაწერა: 

 

განმარტება, 8 აგვისტო, 2014: ამ სტატიის ავტორი, ლინკოლნ მიტჩელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში კოალიცია ქართული ოცნების კონსულტანტი იყო. სტატიის წინა ვერსია ამ კავშირს არ ხსნიდა.

 

ლინკოლნ მიტჩელი იმ დროს, როდესაც ეს სტატია დაწერა, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა. ის წერდა როგორც სტატიებს აკადემიური ჟურნალებისთვის, ასევე ოპედებს მედიაში. ამჟამად, მიტჩელი უძღვება საკონსულტაციო კომპანიას "პოლიტიკური განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და კვლევის" შესახებ. 

 

მიტჩელმა მოგვიანებით ახსნა - "მე ახლოს ვარ საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წევრთან, მაგრამ არასდროს გადაუხდიათ მათ ჩემთვის რაიმე სამუშაოსთვის, წერისთვის, ლობირებისთვის და ა.შ. 2012 წელს ქართულ ოცნებაში საინფორმაციო კამპანიის მრჩეველი ვიყავი და სულ ეს იყო. კოალიციის ლიდერებს ვხვდები მაშინ, როდესაც ისინი ნიუ-იორკში არიან, ან როცა თბილისში ვარ. მაგრამ ასე ბევრი ადამიანი იქცევა. ისინი რჩევებს მეკითხებიან, თუმცა, ამისთვის არ იხდიან", - წერია Huffingtonpost-ის სტატიაში.

 

სტატიის ავტორის თქმით, რაიმე მტკიცებულება მიტჩელის მიერ ანაზღაურების მიღებაზე არ არსებობს, თუმცა, ამბობს - "მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ამერიკის მედია ნაკლებ ყურადღებას იჩენს კონტრიბუტორთა ბექგრაუნდის მიმართ".

 

"ტაბულა"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !