
კიევის პატრიარქმა ფილარეტმა "შუსტერის შოუს" ეთერში განაცხადა, რომ მართალია, სასულიერო პირები და მრევლი ლოცულობს მშვიდობისთვის, მაგრამ ყველანაირი მშვიდობა მისაღები არ არის და ის მხოლოდ თავისუფლების პირობებშია სასურველი.
"რა გვინდა ჩვენ, მშვიდობა? დიახ, ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის. მაგრამ როგორი მშვიდობა გვინდა? ყველანაირი არა! ჩვენ არ გვინდა მშვიდობა ოკუპირებულებს და დამონებულებს. ჩვენ გვინდა მშვიდობა თავისუფლების პირობებში..." - განაცხადა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა.