ია ანთაძე: "უნდა მადარდებდეს თუ არა “რუსთავი 2”-ის პრობლემები?"

Image

 

ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქზე" ჩანაწერით ეხმიანება "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ პროცესებს და საკუთარ პოზიციას გამოხატავს. მის ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ.

 

"ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ არ ვარ „რუსთავი 2“-ის მაყურებელი. ამიტომ, ჩემთვის ადვილი არ არის მიმდინარე პროცესის ობიექტურად შეფასება. და, აი, რატომ.

 

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის აზრით, „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა („გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკიდებელ მედიასთან"); მედიაექსპერტების ნაწილისთვის კი, „რუსთავი 2“ თავისუფალი და კრიტიკული აზრის ფლაგმანია.

 

თუ „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა, მისი ყოფნა-არყოფნა, ძირითადად, პარტიის და მისი მხარდამჭერების სადარდებელია. მაგრამ თუ „რუსთავი 2“ თავისუფალი სიტყვის ფლაგმანია, მისი პრობლემები თავისუფლებისმოყვარე თითოეულ მოქალაქეს უნდა ადარდებდეს.

 

იმის გამო, რომ არ ვარ ამ ტელევიზიის მაყურებელი, მხოლოდ ზედაპირულად შემიძლია, ვიმსჯელო. მაგალითად, გრიშენკოს მიერ ვითომ საკუთარი და, სინამდვილეში, მეზობლის ვაზის გაჩეხვის მოდელირებული სიუჟეტი ნამდვილად პარტიული ტელევიზიის რიგებში აყენებს „რუსთავი 2“-ს; მაგრამ „ნარუშილოვკის“ და მსგავსი კრიტიკული თემების გახმოვანება ძალიან საჭირო და თავისუფალი ტელევიზიის შესაფერის საქმედ მიმაჩნია.

 

ასე რომ, ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემთვის გამოვიტანე „რუსთავი 2“-ის ბოლო პერიოდის პრობლემებიდან, ის არის, რომ დროა, ამ ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების ყურება დავიწყო, როგორც მედიაწიგნიერმა მაყურებელმა, და მყარი არგუმენტები მოვიძიო - საქმე პარტიულ ტელევიზიასთან მაქვს, რომლის ყოფნა-არყოფნა არ მადარდებს, რადგან ამ პარტიის მხარდამჭერი არ ვარ; თუ საქმე მაქვს თავისუფალი სიტყვის მატარებელ ტელევიზიასთან, რომლის არსებობა ჩემი, როგორც მომავალზე ორიენტირებული მოქალაქის, ჭეშმარიტი ინტერესია.

 

ჩემი აზრი და რწმენა კი მაქვს (სწორედ ამის გამო არ ვუყურებ ამ ტელევიზიას), მაგრამ არ გამაჩნია მიმდინარე მასალის საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ საზოგადოებას დამაჯერებლად ვესაუბრო „რუსთავი 2“-ის რაობაზე.

 

ასე რომ, ჯერჯერობით, ამ ტელევიზიის პრობლემებზე სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ზოგადად კი, ჩემი პოზიცია ის არის, რომ პარტიის დავალებით ყველაფრისმკადრებელ ტელევიზიას ჩემით მანიპულაციის საშუალებას არ მივცემ; ხოლო კრიტიკული აზრის დამამკვიდრებელ, სანდო და თავისუფალ ტელევიზიას ნებისმიერ ქარ-ცეცხლში გავყვები (მადლობა ღმერთს, მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ).

 

და კიდევ: ნებისმიერი აჟიოტაჟის მიუხედავად, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, ჩემი დღის წესრიგი და მას არ ვღალატობ.
ამასთან, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ინტერესია, სამართლებრივი პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობდეს დარღვევების გარეშე და პარტიულ თუ თავისუფალ ტელევიზიასთან სახელმწიფო ყოველგვარი პროცედურის დაცვით ურთიერთობდეს".

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !