ზოდიაქოს მიხედვით რომელი შინაური ცხოველი ან ფრინველი შეგეფერებათ

Image

მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ ასტროლოგია და ცხოველების სიყვარული, უშუალო კავშირშია. ისიც ფაქტია, რომ ოპტიმისტებსა და ამბიციურ ადამიანებს ძაღლის ყოლა ურჩევნიათ, სენსიტიური და ემოციური ინდივიდები კი კატას ამჯობინებენ. 

 

 

ვერძს ასტროლოგები დიდი ჯიშის ძაღლის ყოლას ურჩევენ – კოლი, სენბერნარი, ბოქსიორი ან როტვეილერი საუკეთესოა თქვენთვის.

 

კუროს შესანიშნავად დააბალანსებს რომელიმე მსუნაგი მღრღნელი – მაგალითად ზღვის თაგვი ან ზაზუნა. 

 

ტყუპისთვის საუკეთესო ვარიანტი ფრთოსანის ყოლაა სახლში, ამიტომ იგი ნებისმიერი ჯიშის თუთიყუშის გარემოცვაში იგრძნობს თავს ბედნიერად და მარტოდ დარჩენილს საკუთარ თავთან საუბარი აღარ დასჭირდება. 

 

კირჩხიბისთვის თევზებია ყველაზე კარგი ვარიანტი – სხვას ვის შეუძლია მოთმინებითა და „პირში წყალჩაგუბებულმა“ აიტანოს ამ ხალხის გამუდმებული მიდრეკილება წუწუნისკენ. 

 

ლომისთვის საუკეთესო მეგობრობის გაწევა შეუძლია ცხენს – ამ ხალხის ბუნებაში ხომ მეფური მანერები და არისტოკრატის ქვეცნობიერი დევს. შესაბამისად, ცხენზე ამხედრებული ლომი თავს ჭეშმარიტ მეფედ (დედოფლად) იგრძნობს. 

 

ქალწულის ბუნებას ყველაზე უკეთ კატა შეესაბამება – ამასთან ერთად, კატას გააჩნია შესანიშნავი თვისება – იგი ძალიან მოწესრიგებულია ჰიგიენის თვალსაზრისით. რაც ქალწულისთვის ფასდაუდებელი რამაა. 


სასწორს ასტროლოგები იადონის ყოლას ურჩევენ – ეს ფრთოსანი ძალიან ახლოს დგას სასწორის ვენერიანულ ბუნებასთან. შესაბამისად, მისი ჭიკჭიკი ყოველთვის შეუვსებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს რომანტიკის მოთხოვნილებას. 

 

მორიელისთვის საუკეთესო "მეგობარი" ბევრისთვის საშიში და სახიფათო თევზი პირანია შეიძლება გახდეს. ნებისმიერი მორიელი მოიხიბლება პირანიის კვებისა და მოვლის პროცესით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გარკვეულ რისკთან და ექსტრიმთანაა დაკავშირებული. 

 

მშვილდოსანს ყველაზე უკეთ გაუგებს მაიმუნი – ამ ორის ბუნება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ერთსაც და მეორესაც უყვარს ცელქობა, არაფრად დაგიდევენ არეულობას სახლში და გიჟდებიან სასუსნავზე. 

 

თხის რქისთვის შესაფერისი "მეგობარი" შეიძლება იყოს ისეთი ჯიშის ძაღლი როგორიცაა დოგი ან დობერმანი. ერთიც და მეორეც სოლიდური იმიჯის შექმნაში შეუწყობს ხელს თხის რქას.



მერწყულს ყველაფერი ექსტრაორდინალური იზიდავს. შესაბამისად, ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ სახლში იყოლიოს რომელიმე უნიკალური, უბეწვო ჯიშის ძაღლი ან კატა. 

 

თევზებისთვის კი შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია დელფინს. მართალია, იმის ფუფუნება, რომ ეს არსება სახლში იყოლიოს ვინმემ ნაკლებად არსებობს, მაგრამ დელფინთან ხშირი კავშირი და მეგობრობა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს ერთიორად აუმაღლებს სასიცოცხლო პოტენციალსა და ენერგეტიკას. 

as1.jpg

 

 

 

http://www.astrologi.ge/astro-ambebi/3024-shinauri-ckhovelifrinveli-romelic-zodiaqos-nishnis-mikhedvith-shegeferebath.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !