-
2015-05-31 07:27
უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველები, პოლიტოლოგები და ექსპერტები, თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სტრატეგიული ნაბიჯია, ხოლო სამომავლო პერსპექტივაში - ტრამპლინი სააკაშვილისთვის, მინისტრთა კაბინეტში უფრო მაღალი თანამდებობის (უმრავლესობა პრემიერობას ვარაუდობს) დასაკავებლად.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველის ოლეგ პონომარის მოსაზრებას ამ საკითხზე:
„მეგონა, ისედაც გასაგები იყო, რომ ეს სტრატეგიული დანიშვნაა და ამაზე წერას არ ვაპირებდი, მაგრამ ვხედავ, საჭიროა.
1-ბოლო გადაწყვეტილებები რუსული ფორმირებების დნესტრისპირეთში ბლოკირების შესახებ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან შეთანხმებით მოლდოვა მზადაა, მეორე ფრონტი გახსნას. რას იზამს პუტინი? იომებს ორ ფრონტზე?
ეს თვითმკვლელობა იქნება. ესე იგი, დათმობს ან მოლდოვასაც და უკრაინასაც, ან რომელიმე ერთს, შემდგომში კი მეორესაც დაკარგავს.
ამ გათვლებში ოდესის ოლქი - სტრატეგიული უბანია.
2-„ვიტრინა“ ცალკე აღებულ ოლქში. და არათუ რომელიმე უმნიშვნელო, არამედ უკრაინის ეკონომიკისთვის სტრატეგიულ ოლქში. ნავთობი, ტურიზმი, ხუთი პორტი და ა.შ.
ოთხი „დ“: დეოლიგარქიზაცია, დებიუროკრატიზაცია, დერეგულაცია, დემონოპოლიზაცია (ეს პუნქტები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე საჯარო გამოსვლის დროს უკრაინის მთავარ ამოცანად ამ ეტაპზე ოთხი „დ“-ს შესრულება მიიჩნია, - რედ.). და პლუს - კორუფციასთან ბრძოლა.
მიშა გააკეთებს! იხ. პუნქტი 3.
3. დიდი ტრამპლინი უკრაინაში დიდი თანამდებობის დასაკავებლად.
4. პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცება, უკრაინაში პუტინის პოზიციის შესუსტება.
ძირითადი მოთამაშეები:
აშშ
მისი მოქმედება ადასტურებს, რომ მოქმედებები სრულიად სტაბილურია. ადასტურებს, რომ პროექტი არ დაიხურება არანაირ გარემოებებში. ადასტურებს, რომ ფსონი პრეზიდენტზე მუშაობს. ადასტურებს, რომ ეფექტურობის მარაგი უდიდესია, კოზირები - უხვადაა.
რუსეთი
გათვლაში, რომ შესაძლოა, დასავლეთმა პუტინის გადადგომა მოითხოვოს, მისთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, რათა ეს აიცილოს თავიდან - მესამე მაიდანი და პოროშენკოს დამხობა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ამის შანსი - 0,01- 0,031%-ში მერყეობს...“.
მოამზადა ლაშა ბერულავამ
ფოტოზე: ოლეგ პონომარი
