
მას შემდეგ, რაც გერმანული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი „ფონდერორტი“ 0:43 დამარცხდა ერთერთ კლუბთან მატჩში, დამარცხებულთა გოლკიპერი მარკო კვიოტეკი პოლიციამ დააკავა.
მეკარე დამარცხებიდან მეხუთე დღეს, გუნდის ვარჯიშის მსვლელობისას მინდორიდან გამოიყვანეს და დააკავეს, ამასთან, პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია.
თავად მეკარემ, სანამ სტადიონის ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, მოასწრო თანაგუნდელებისთვის გადაძახება, რომ პოლიციას ცალკეული დეტალების განმარტებს სჭირდება და მალე დაბრუნდება, მაგრამ მისი ოპტიმიზმი ამაო აღმოჩნდა - მას ბრალი გარიგებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს.