
kunlunfight-ის ეგიდით საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში კიშენკოს თასის მოსაპოვებლად, ქალაქ ზუგდიდში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 11-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენები.
საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები ჩინეთში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე კიკბოქსინგის ორგანიზაცია კუნლუნ ფაითზე.
ტურნირის ორგანიზატორია კიკბოქსინგის ორგანიზაცია საქართველოში “კოლხეთის თასი”. აქვე შეგახსენებთ, რომ კოლხეთის თასი" წელიწადში 6-ჯერ იმართება საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს.