ელისო კილაძე: „ლექსო, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, ხელში წიგნი აიღე და ინსტიტუტი დაამთავრე...“

Image

გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ლექსო თამაზაშვილს პასუხობს, რომელიც, თავის მხრივ, გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა და ელისო კილაძეს „მატყუარა“ უწოდა.

 

„გუშინდელი ტრაგედიის მერე მხოლოდ ახლა გადავწყვიტე ვუპასუხო კოლექტიურ ხელისუფლებას და არა პირადად იმ ახალგაზრდა ყმაწვილს,რომელსაც მხოლოდ პრემიერის ცოლისძმის სტატუსი აქვს და კაცმა არ იცის,რა დამსახურებისთვის ზის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში:

 

შევეცდები ვიყო კონკრეტული :

1.ნეპოტიზმი,კორუფცია,მოსაგები და მოგებული ტენდერები,პრემიები,ბიზნესწილები-საკუთარ სტომაქს გადააყოლეთ ეს ქვეყანა !!!

 

2.დაიჯერეთ რომ ეს ქვეყანა ნინიას ბაღია (ლირიკაა,მაგრამ სხვა უფრო ზუსტი შედარება არ მაქვს )

 

3.მოშალეთ სახელმწიფო ინსტიტუტები,მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო ,რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს.მინისტრი კი იმ ნიშნით შეარჩიეთ,რომ სამინისტროს რეალური მმართველი პრემიერის სიმამრი ყოფილიყო.

 

4.მოშალეთ ფინანსური ინსტიტუტები-ქვეყანა დგას და მორჩა.!!!

 

5.ააგულავეთ კრიმინალი.ჟარგონისთვის ბოდიში,მაგრამ რაც ქვეყანაში დღეს ხდება,ამას სხვა სახელი არა აქვს."კანონიერი ქურდები"მართავენ ციხეებს.არჩევენ ქონებების დაბრუნების საქმეებს."თავანების"და "ობშიაკის"ფულზე დარბის ნახევარი საქართველო.

 

6.თქვენ პრემიერის ცოლის ნათესავებმა დაიმისეთ საგზაო დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.ჯერ კიდევ ბევრი კორუფციული სქემის გასაჯაროება გველოდება წინ.

 

7.თქვენ ანგრევთ სახელმწიფოს პირადი ინტერესების გამო და არ იცით,რომ არაფერი ამ ქვეყნად მუდმივი არ არის.

 

8.თქვენ ვერ აღადგინეთ სამართლიანობა-მეტიც ალიანსში შეხვედით დამნაშავეებთან.რა ესაქმებოდა და რატომ შეხვდა ზვიად ჯანყარაშვილი"რედისონში"გია ლორთქიფანიძეს?რა თემას განიხილავდნენ ერთად?

 

9.თქვენ ანგრევთ ამ ქვეყანას,ამიტომ, უნდა წახვიდეთ და რაც შეიძლება მალე.!!!!

 

p.s. ნიკუშა შენგელაიამ კი გულზე ხელი დაიდოს და დაიფიცოს ,რომ უგულავასთვის ფულის ახევის ამბავი ჩემგან გაიგო და დავუჯერებ.და ბოლოს,ლექსო ტოლი ნახე,კოჭი გააგორე.

 

ჩემთვის ცრუს და მატყუარას ძახილს,ხელში წიგნი აიღე და ინსტიტუტი დაამთავრე.უხერხულია,კაცი პარლამენტში იჯდეს და დიპლომი არ ქონდეს. მე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას გავაგრძელებ(მიჩვეული ვარ), შენი სახელი და გვარი კი ამ მოწვევის პარლამენტის მერე აღარავის ემახსოვრება!!!".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !