"ჩვენი პერსპექტივა - ერთმანეთის პერმანენტული ჭამა და ძვლების ტკვერა..."

Image

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა ოცი ათასის" წამყვანი მამუკა გამყრელიძე ქართული ხასიათის თავისებურებებზე წერს, რომლებიც ქართველების ცალკეულ ახირებებში იჩენს თავს.

 

"ჩემი მოკრძალებული აზრით (რომელიც თავისთავად ფრიად სუბიექტურია) ქართველების დიდი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მისი პირადი შეხედულებები ამა თუ იმ მოვლენაზე ერთადერთი და უტყუარი ჭეშმარიტებაა, აქედან გამომდინარე სხვისი აზრი როგორც მინიმუმ მცდარია და მაქსიმუმ მავნე და ამისათვის განსხვავებული აზრის მატარებელი უნდა დაისაჯოს. დასჯის მეთოდები გემოვნებისა და სისხლში ჰორმონალური ფონის სიმაღლის მიხედვით ვარირებს.

 

საშუალო სტატისტიკურ ქართველი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ყველაზე უკეთ გაუძღვება ქვეყნის ფეხბურთის ნაკრებს, საშუალო სტატისტიკური ქალი დარწმუნებულია, რომ მისი გაკეთებული საცივი ყველას სჯობია, ხოლო საშუალო სტატისტიკური ბავშვი დარწმუნებულია, რომ ტრიგონომეტრია კი იცის, მაგრამ მასწავლებელს ამოჩემებული ჰყავს და ამიტომ უწერს ორიანებს. რა თქმა უნდა ეს უტრირებაა, მაგრამ სწორედ განსხვავებული აზრის მიუღებლობა და კრიტიკის მიმართ აგრესია არის ქართველების მთავარი პრობლემა.

 

აქედანაა ის ტოტალური უმეცრებაც. სწავლა რა საჭიროა, როცა ისედაც ყველაფერი იცი. ჩვენი პერსპექტივა მესახება როგორც ერთმანეთის პერმანენტული ჭამა და ძვლების ტკვერა. საქართველო გაბრწყინდება !

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !