
სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ უთანხმოებაზე, დავით ზალკალიანის მხრიდან გაკეთებულ განმარტებებს ემხმაურება.
„დათო ზალკალიანი არის ყველაზე რაფინირებული, გაწონასწორებული და უმაღლესი დონის დიპლომატი და რაც ყველაზე მთავარია ადამიანი!
და მერწმუნეთ, მისი მოლაპარაკებებზე წყობიდან გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია! ყოჩაღ გიორგი! ყოჩაღ თენგო! ყოჩაღ ივანე! გამობრძანდით და გაეცით პასუხი, რაზე გადაიფიქრეთ აშშ-ში წასვლა!
და გამოაქვეყნეთ ბან კი მუნის მისალოცი პრეზიდენტ მარგველაშვილზე! საგარეოზე ისრების გადაყვანას კიდე მოეშვით, თორემ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ!
მოუფრთხილდით მართლა პრეზიდენტის და სახელმწიფო ინსტიტუტებს!“, - წერს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი ფეტრიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეო მინისტრის მოადგილემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმის გამო, რომ ამ თემაზე საუბარი გამუდმებით მიმდინარეობს.
„ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში ურთიერთობა გავაგრძელოთ, როდესაც ნდობა დაიკარგა,“ - აცხადებს ზალკალიანი.