
კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში თავისი პატარა ქველმოქმედი დის შესახებ წერს და მას ამგვარი ჩანაფიქრების განხორციელებაში დახმარებას ჰპირდება.
„რამდენიმე კვირის წინ ჩემი პატარა და მაღაზიაში ჩავიდა.
იქვე თურმე მამა და 3 წლის შვილი ნაგვის ბუნკერში საჭმელს ეძებდა და სამწუხაროდ, მხოლოდ სპრაიტის ბოთლში სულ ცოტაოდენი სპრაიტი ესხა და მამამ შვილს მიაწოდა.
ბავშვს ძალიან გაუხარდა და უცებ გადაკრა და დალია. ფეხის წვერებზე აწეული უყურებდა ბუნკერს, იქნებ რამე საჭმელიც იყოსო.
აი, ამ სცენას წააწყდა ჩემი ანასტასია და ძალიან დათრგუნული ამოვიდა და ფული მთხოვა.
რა თქმა უნდა, მივეცი და წამში გაქრა. ამის შემდეგ ჩემ დას შეუგროვებია თბილი ქურთუკები, სასკოლო მაისურები.
დაუბარებია იქვე მარკეტში და გადაუცია. საკონტაქტო ნომერიც მიუცია. მობილურ ტელეფონს დაჰპირდა და კიდევ წიგნებს.
უთქვამს, რითიც შევძლებ, დაგეხმარებითო. აღფრთოვანებული ვარ მისი თითეული ნაბიჯით.
ის ჩემი გაზრდილია და მეამაყება ისეთი დის ყოლა, როგორიც ანასტასიაა. დიდი მადლობა ჩემ დას ყველაფრისთვის და აუცილებლად დავეხმარები მსგავსი ჩანაფიქრების განხორციელებაში“, - წერს აბრამიძე.
„რეიტინგი“