-
2014-08-14 10:10
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წამლის ურეცეპტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ თუ ჯანმრთელობა და სიცოცხლე გვინდა, ექიმის გარეშე არც ერთ წამალს არ უნდა ვიღებდეთ.
„ყველაფერი გავიგე იმის გარდა, რატომაა ცუდი ექიმის დანიშნულებით რომ მოვიხმაროთ მედიკამენტები... თანაც როცა არსებობს საყოველთაო დაზღვევა...
ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი,რა ცუდი შედეგი მოაქვს პაციენტის მიერ ექიმის გარეშე საკუთარი თავისთვის დანიშნულ წამალს....
უხერხულია და ამიტომ აქ აღარ მოვყვები რამხელა პრობლემა შემიქმნა ჯანმრთელობის კუთხით ჩემმა თვითინიციატივამ-დანიშნულების გარეშე როცა ვიღებდი წამალს...
ასე რომ, მე მხარს ვუჭერ ამ რეგულაციას... თუ ჯანმრთელობა და სიცოცხლე გვინდა,ექიმის გარეშე არც ერთ წამალს არ უნდა ვიღებდეთ... ძაანაც კარგი... კიდევ ერთხელ ვამბობ-პირადი გამოცდილებით ვწერ ამას", - წერს გრიგოლია.