-
2014-06-28 17:58
ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რომ არა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ისტორიულ დღეს ვერ ვიზეიმებდით.
მამუკა გამყრელიძე ამ განცხადებას სულელურს უწოდებს: “რამდენი ასეთ სისულელეს და ფაქტის დამახინჯებას შევიცხადებ, იმდენი მამუნათებენ “ნაციონალი” ხარ და იმიტომო. არც “ნაციონალი” ვარ და არც სხვა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი! უბრალოდ ობიექტური ადამიანი ვარ და კარგის დაფასებაც შემიძლია და ცუდის დანახვაც.
ჰოდა, მართლა უმადური და ბოღმის ბუკეტი უნდა იყო ადამიანი, წინა ხელისუფლებას რომ დაუკარგო ამაგი ამ საქმეში და უმსგავს, ქლესა და მლიქვნელ ბიძინა ივანიშვილს რომ მიაწერო ეს დამსახურება.სამარცხვინოა ამის მოსმენაც კი, არა თუ თქმა !
P.S. მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა ვუთხრა მოქმედ ხელისუფლებას, რომ მათაც შეიტანეს წვლილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში”- წერს საკუთარ ,,facebook"-ის გვერდზე მამუკა გამყრელიძე.