
ასეთი მინაწერი გაუკეთა სკანდალურმა ტელეწამყვანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთულ ფოტოს, რომელზეც იგი რომელიღაც კორპუსის სახურავზე არის აღბეჭდილი გასაბერ აუზთან ერთად და სახანძრო მილით წყალს ასხამენ.
რამდენიმე დღის წინ იუნა შაფათავამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელზეც იგი ტანგაში გამიკვართული ვაკის საცურაო აუზზე პოზირებდა და როგორც თავად ამბობდა, მისმა საცურაო კოსტიუმმა სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია.
როგორც ჩანს უკომპლექსო იუნამ საზოგადოებრივი აზრი მაინც გაითვალისწინა და ახლა ტანგაში უცხო თვალს მოფარებული კორპუსის სახურავზე ნებივრობს.