
რა შემთხვევაში მიიღებს დავით ნარმანია ნიკა მელიასთან დებატებში მონაწილეობას? - გოგა ხაჩიძე ,,ფეისბუქში“ იუმორისტული შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
,,დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის განცხადება:
თუ საზოგადოებას სურს დებატები, გარდა ნეიტრალური ტერიტორიისა, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:
ნიკა მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული;
ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი (უმჯობესია არაყით);
დავით ნარმანია დებატებს უნდა დაესწროს მშობლებთან ერთად;
დავით ნარმანიას ხმას უნდა დაედოს სპეც-ეფექტები (რევერი და ჰოლი);
დავით ნარმანიას ტრიბუნასთან უნდა იდოს ცივი საზამთრო და დანა (საზამთრო - სასურველია დაუჭრელი);
ჟურნალისტებს ეკრძალებათ დავით ნარმანიასთვის კითხვების დასმა თბილისთან დაკავშირებით;
დებატების მიმდინარეობისას, ნებისმიერ დროს, დავით ნარმანიას უნდა შეეძლოს სტუდიაში ორი მოცეკვავის შემოყვანა და გამარჯვების აღნიშვნა უცნაური ცეკვით;
თუ დავით ნარმანიას რაიმე გამონათქვამს ვერ გაიგებთ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ;
დებატების მიმდინარეობისას, ნიკა მელიას ტრიბუნას, დასაბნევად და დასათარსად ბურთის კენწვლით წრეებს უნდა ურტყამდეს ვიცე-პრემიერი კალაძე;
დებატების შედეგები უნდა დათვალოს ირაკლი ღარიბაშვილმა;“- წერს ხაჩიძე.