-
2014-06-25 22:30
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ნინო ბურჯანაძის შესახებ წერს, რომ ის ქვეყნის მთავარი პრობლემის ,,განსხეულებაა“ და ბურჯანაძე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დახმარებითაა დაბრუნებული.
დარჩიაშვილი ბურჯანაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციას ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არჩევს.
,,ეს ქალი ჩვენი მთავარი პრობლემის განსხეულებაა. სამწუხაროდ, იგი უბრალოდ, თავისთავად მოცემულობად, ან თუნდაც პუტინის შემოგდებულ ტროას ცხენად კი არ გვევლინება მარტო, იგი საქართველოს მმართველის, ივანიშვილის დახმარებითაა პოლიტიკაში დაბრუნებული. მისი მონაწილეობით, (ივანიშვილის ხელდასმით) საქართველოს მოსახლეობას ვინძლო კიდევ ერთხელ გააცვლევინონ თავისუფლების იდეა ცხინვალის სურათზე, რომელიც, მოლა ნასრედინის ვირს როგორც თივა დაუკიდეს ცხვირწინ, ისე ეკიდება მოუსავლეთის გზაზე“ - წერს დარჩიაშვილი.
ბურჯანაძის თქმით, თუკი საქართველოს ევროინტეგრაცია დაკარგული ტერიტორიების ფასად უნდა მოხდეს, მაშინ მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ურჩევნია.