-
2014-06-24 16:51
დღეს მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ერთუჯრედიანი და უკიდურესად განუვითარებელი ადამიანებისთვის“ სტატუსი გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, მომღერალი სოფი სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულმა მოსაზრებებმა გააღიზიანა.
„ერთუჯრედიანი ადამიანებისთვის. უკიდურესად განუვითარებლებისთვის:
სოფი სააკაშვილი იმიტომ მომწონს, რომ მაგრა მღერის… და არა იმიტომ რომ დედამისს ვიცნობდი 10 წლის წინ!
როდემდე შეიძლება თქვენი საზოგადოებაში ყოფნა და კიდე კომპიუტერის კლავიატურასთან მიშვება!“ - მიმართავს ანონიმ ავტორებს სტეფანე მღებრიშვილი.