
განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ახლანდელ მინისტრს თამარ სანიკიძეს მავნებელს უწოდებს და აცხადებს, რომ მან გავლენიანი ფიზიკის ცენტრ CERN-ის საზაფხულო სკოლა გააუქმა და მოსწავლეები ტულაში რუსული ენის ოლიმპიადაზე გაუშვა.
,,საღოლ განათლების სამინისტროს და მავნებელ სანიკიძეს: მსოფლიოს ყველაზე დიდი, მდიდარი და გავლენიანი ფიზიკის ცენტრ CERN-ის საზაფხულო სკოლა საქართველოში გააუქმა, სამაგიეროდ, ბავშვები ტულაში რუსული ენის ოლიმპიადაზე წავიდნენ“-წერს დიმიტრი შაშკინი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.