
ღამის 02:00 საათისთვის „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელმა ანი ნადარეიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ე.წ. მოდულის შენობასთან ჟურნალისტების მოსვლის შემდეგ თავდაცვის სამინსიტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეუღლეს დაურეკა, რომ დაკითხვაზეა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ანი ნადარეიშვილი წერდა, რომ ოთო ბაზაძე ჯიპით აიყვანეს და, სავარაუდოდ, დაკითხვაზე წაიყვანეს.
„მოკლედ მოვიარეთ ყველა დაწესებულება სადაც კი შეიძლება ყოლოდათ დაკითხვაზე, პასუხი ერთიდაიგივე ყველასგან - "ჩვენთან ესეთი არავინაა". ბოლოს ისევ მოდულთან მოვედით, ისევ ვიკითხეთ, ისევ იგივე პასუხი, აქ არ არის! 2 საათის ჯიუტად ლოდინის შემდეგ ჟურნალისტებს დავუძახეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგა შკოდა და გვაკვირდებოდა რას მოვიმოქმედებდით, და როგორც კი ჟურნალისტები მოვიდნენ და გაანათეს იქაურობა კამერებით და დაიწყეს გადაღება, მეუღლის მობილურზე გაისმა ზარი, მოდულში ვარ დაკითხვაზე და მალე გამოვალო, ადვოკატი კვლავ შეეცადა შესულიყო მოდულის შენობაში და ისევ იგივე პასუხი მიიღო - აქ არ არისოოო :))))
P.S. სახალხო დამცველში ყველას ძინავს, არავინ არ გვპასუხობს უჩას თამადობით!..“, - წერს ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“.