
ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ამ დრომდე (ანუ, ღამის 01:00 საათამდე) ვერ პოულობენ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ოთო ბაზაძეს, რომელიც ფოტოზე გამოსახული ნომრით მოძრავი ჯიპით გაიტაცეს.
მისივე ინფორმაციით, როცა გატაცების შესახებ 112-ში დარეკეს და ფაქტი უთხრეს, თანაც, გატაცებული პიროვნების ვინაობაც დაასახელეს, იქედან უპასუხეს: „ნუ ნერვიულობთ, დაკითხვაზე იქნება“.
ოთო ბაზაძის გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ ცრუ ჩვენებები გამოსძალონ:’
„სერიოზული მუშაობა მიდის ბაჩოს საქმის კერვის ამბავში, ქუჩაში შავი ჯიპებით დასდევენ ადამიანებს და მიყავთ მოდულში ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, იქ რაც ხდება მოგეხსენებათ (შალვა თათუხაშვილი გაიხსენეთ); ციხეებში არნახული ზეწოლა მიდის იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ მათ არ მისცეს ცრუ ჩვენება ბაჩო ახალაიაზე!“, - წერს ანი ნადარეიშვილი.