
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დმანისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის კურბან მამედოვის მოხერხებულობის სესახებ წერს, რომელმაც, ხაჩიძის თქმით, „ქოც-მთავრობა“ მოატყუა.
„ქოც/მთავრობის დასაცინი ისტორია, რომელიც დმანისში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - კურბან მამედოვს გადახდა.
მას შემდეგ, რაც ზეწოლის სხვადასხვა გზები სცადეს და არაფერი გამოუვიდათ, ხელისუფლების "ბიჭები", ღამით სახლში დაადგნენ ჩვენს კანდიდატს და მოსთხოვეს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა არჩევნებიდან.
მოხერხებული კურბან მამედოვი, მიხვდა რა უუნარო ბრიყვებთან ჰქონდა საქმე და შესაბამისად მოიქცა.
დაუწერა განცხადება და ხელი პირიქით მოაწერა - მამედ ყურბანოვი.
მეორე დღეს კი საარჩევნო კომისიაში სხვა წერილიც გაუშვა - წინა წერილი სისულელეა და მხედველობაში არ მიიღოთ, ძალით დამაწერინესო.
ქოც/მთავრობავ! გულით დაგცინით, კურბან მამედოვთან ერთად...“, - წერს გოგა ხაჩიძე.