მერიის თანამშრომელი: "კალაძის ცოლისძმით ჩამანაცვლეს"

Image

თბილისის მერიის თანამშრომლების განცხადებით, მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. საუბარია დაახლოებით 20–მდე თანამშრომელზე. მათი განცხადებით, მთავარი მიზეზი არა კვალიფიკაცია, არამედ ის გარემოებაა, რომ ახალი გუნდის წევრები არ არიან.

 

მათივე მტკიცებით, აღნიშნული მოთხოვნა ხშირად უხეში ფორმითაც ხორციელდება, კერძოდ, ემუქრებიან, რომ ან განცხადებას დაწერენ, ან შენობიდან "ბორკილებ დადებულს გაიყვანენ".


აღნიშნულ თემაზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე გიორგი ხაბეიშვილმა, რომელიც მისი თქმით, ვიცე–პრემიერ კახი კალაძის ცოლის ძმით ჩაანაცვლეს.


"ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე თბილისის მერის ბრძანებით ვარ გათავისუფლებული თანამდებობიდან. თურმე არაჯეროვნად ვასრულებდი ჩემს უფლებამოვალეობას და მთელს თბილისში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თურმე შეიძლება რომ ჯეროვნას შეასრულოს უფლებამოვალეობა, არის კახი კალაძის ცოლის ძმა, 23 წლის გიორგი არეშიძე, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. მისი СV იწყება სახელით და გვარით და მთავრდება პირადი ნომრით",– განაცხადა ხაბეიშვილმა.


თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჩახავას განცხადებით, სამსახურიდან თავისუფლდებიან არაპროფესიონალები.

 

"თბილისის მერიაში ვეღარ იმუშავებენ არაპროფესიონალები, რომლებიც ხელმძღვანელების მიერ მიცემულ ელემენტარულ დავალებასაც ვერ ასრულებენ. რაც შეეხება 1000–ობით თანამშრომელს, რომლებიც კვალიფიციურად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რა თქმა უნდა გააგრძელებენ მუშაობას. ამავდროულად, კანონის თანახმად ჩატარდება ატესტაცია და დაკომპლექტდება მერიის სამსახურები. ახალი თანამშრომლების შერჩევა ხდება პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის მიხედვით",– განაცხადა მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

"აქცენტი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !